ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში კვლავ მომდინარეობს დისკუსია ეკონომიკის მასტიმულირებელ გეგმაზე


ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოუწოდებს კონგრესს რესპუბლიკელების მკაცრი კრიტიკის მიუხედავად მაინც დაამტკიცოს ეკონომიკის მასტიმულირებელი გეგმა .

ხუთშაბათს დემოკრატი კონგრესმენების ჯგუფთან შეხვედრისას პრეზიდენტმა ობამამ გაიხუმრა,რომ მას ჯორჯ ბუშისგან მემკვიდრეობით დიდი ბაფთით ლამაზად შეფუთული დეფიციტი ერგო.

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უარი განაცხადა რესპუბლიკელთა მოთხოვნაზე საგადასახადო შეღავათების თანხების გაზრდასთან დაკავშირებით, რაც იმით ახსნა, რომ მსგავსმა ქმედებებმა ჩააგდო ქვეყნის ეკონომიკა ასეთ კრიზისულ მდგომარეობაში. პრეზიდენტმა ირონიით მოიხსენია ის კრიტიკოსებიც,რომლებმაც ეკონომიკის გამაჯანსაღებელი გეგმა არა როგორც ეკონომიკის სტიმულიაციის ინიციატივა,არამედ როგორც ხარჯების დაფარვის გადაწყვეტილება , ისე აღიქვეს.

მიუხედავად პრეზიდენტის მოთხოვნისა,სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჰარი რეიდმა ეკონომიკის მასტიმულირებელ გეგმაზე დებატები სამომავლოდ გადადო.


XS
SM
MD
LG