დაღესტნის ოფიციალურ პირთა განცხადებით, პოლიციის მიერ მოკლულია იმ ტერორისტული ჯგუფის ლიდერი,რომელიც 2004წელს ბესლანის სკოლის ტერორისტულ აქტში იღებდა მონაწილეობას.
ომარ შეიკულაევი პოლიციამ ხუთშაბათს სპეცოპერაციის დროს მახაჩკალაში მოკლა.იგი იმ ეჭვმიტანილთა სიაში იყო, ვინც 2004 წელს ქალაქ ბესლანში სკოლის შენობა ჩაიგდო ხელთ და 331 ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა.
პოლიციის განცხადებით, სპეცოპერაციისას კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა.დაღუპულებმა პოლიციის მოთხოვნას იარაღი დაეყარათ- ცეცხლით უპასუხეს. ოპერაციის დროს მსუბუქად დაიჭრა სამი პოლიციელი .