ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანმა განაცხადა, რომ პოლიცია ათობით ადამიანის დაკითხვას აწარმოებს


პაკისტანმა განაცხადა,რომ ქვეყნის პოლიცია ათობით ადამიანის დაკითხვას აწარმოებს , ვინც გაეროს თანამშრომლის გატაცებასთან კავშირშია ეჭვმიტანილი. მათი განცხადებით, ჯერეჯრობით კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ გაიტაცა ამერიკელი ჯონ სოლეკი მათ არ გააჩნიათ. ამას კი იმით ხსნიან,რომ ტერიტორიაზე, საიდანაც გატაცება მოხდა უამრავი დანაშაულებრივი ბანდა,თალიბი მეამბოხე და აჯანყებული სეპარატისტი თარეშობს. პასუხისმგებლობა გატაცებაზე ჯერჯერობით არცერთ ჯგუფს არ აუღია საკუთარ თავზე.შეგახსენებთ,რომ ჯონ სოლეკის გატაცებისას მანქანის მძღოლი,პაკისტანელი ეროვნების მოქალაქე დაიღუპა. ოფიციალურმა პაკისტანმა გააძლიერა უსაფრთხოების ზომები ავღანეთის საზღვართან იმ მიზნით,რომ გაეროს თანამშრომელთა გატაცების მოსალოდნელი ფაქტები თავიდან აიცილოს. ასევე პაკისტანის ოფიციალური ცნობებით, პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით ისლამისტურმა სამხედროებმა სწორედ ის ხიდი ააფეთქეს,რომელიც ნატოს ჯარებს ავღანეთთან აკავშირებდა.

XS
SM
MD
LG