ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პატრიარქი მიტროპოლიტი კირილე გახდა


რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი საჭეთმპყრობელი ჰყავს. მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში ხმათა დიდი უმრავლესობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ პატრიარქად სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტი 62 წლის მიტროპოლიტი კირილე აირჩიეს. გუშინ თავისი კანდიდატურა მოხსნა ბოროვსკისა და კალუგის მიტროპოლიტმა კლიმენტმა. მიტროპოლიტი კირილე სათავეში ედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა კონფესიებთან ურთიერთობის განყოფილებას. რუსეთის პატრიარქის ალექსი მეორის გარდაცვალების შემდეგ მესაყდრის მოვალეობებს მიტროპოლიტი კირილე ასრულებდა.

XS
SM
MD
LG