დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეხვდება რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს. იგი შეხვედრებს გამართავს როგორც წარმომადგენელთა პალატაში ისე სენატში. შეხვედრისას განიხილება 825 მილიარდიანი ეკონომიკის მასტიმულირებელი გეგმა. რესპუბლიკელი კანონმდბლები ოპონირებენ გეგმას, რომელიც გულისხმობს წარდგენილი თანხიდან 250 მილიარდი დოლარის გამოყენებას გადასახადის შემცირებაში, ხოლო 550 მილიარდი კი სამუშაო პროექტების, მათ შორის გზების და ხიდების მშენებლობის პროექტების განხორციელებისთვის. დახმარება აგრეთვე მეცნიერებისა და ენერგეტიკის დარგებში გადანაწილდება. რესპუბლიკელების განცხადებით გეგმა მოიცავს ისეთ სფეროსაც რომლისთვისაც ეს დახმარება აუცილებელი არ არის, მაგალითად დაბალ შემოსავლიანი ოჯახებისთვის განკუთვნილი სამედიცინო პროგრამა მედიქეიდის პროგრამის- ოჯახის დაგეგმარების ინიციატივის დაფინანსება. რესპუბლიკელები მხარს უჭერენ გადასახადების შემცირებისთვის მეტი თანხის გამოყოფას, რომელიც თავის მხრივ ამერიკის ეკონომიკის სწრაფ ბიძგს გამოიწვევს, ამას კი ეფექტი ექნება მთელს მსოფლიოში.