ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუანტანამოში  ამერიკის სატუსაღო ერთი წლის განმავლობაში უნდა დიახუროს


მსოფლიო პოზიტიურად უყურებს ხუთშაბათს პრეზიდენტ ბარაქ ობამას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რომელიც გუანტანამოში არსებული ამერიკის ციხის ერთი წლის განმავლობაში დახურვას ითვალისწინებს.

მაგრამ ჯერ არ არის ცნობილი თუ რა ბედი ეწევა იმ 250 დაკავებულ უცხოელს რომელიც ამ ციხეში იხდის სასჯელს.

პრეზიდენტმა განაცხადა რომ ყველა საქმე სპეცილური კომისიის მიერ ხელახლა უნდა იქნას განხილული და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება თუ ვინ დარჩება ამერიკის სხვადასხა საპყრობილეებში და ვინ იქნება განთავისუფლებული და გადაყვანილი სხვა ქვეყნებში.

პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა რობერთს გეითსმა განაცხადა რომ მთავარია გამოვნახოთ ამ ციხის დახურვის ისეთი გზა რომელიც ამერიკელ ხალხს არ დააზარალებს.

პრეზიდენტ ობამას ბრძანებით გუანტანამოში არსებული ციხის დახურვა ერთი წლის მანძილზე გაგრძელდება. ადამიანთა უფლების დამცავი ჯგუფები აცხადებენ რომ ამ ციხის დახურვა სწორი გადაწყვეტილებაა და მოუწოდებენ ახალ ადმინისტრაციას ბრძანება შეასრულონ . ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა რობერტ გეიტსმაც განაცხადა რომ ეს ნაბიჯი უდაოდ პოზიტურია. „გუანტანამოს ციხის დახურვა მოძალადე ექსტრიმისტების წინაარმდეგ ბრძოლაში სხვა ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობას შესაძლებლობას იძლევა."

ამერიკის შეერთებულ შტატებს ევროპის არა ერთი ქვეყანა მოუწოდებდა რომ დაეხურა გუანტანამოს ციხე. „ევროპის რამოდენიმე ქვეყანამ შემოგვთავაზა დაკავებულთა პირების თავიანთ ციხეებში განთავსება. ამ გვარი შემოთავაზება მათგან აქამდე არ ყოფილა.

ბატონმა გეითსმა ასევე პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა რომლის თანახმად 16 თვის განმავლობაში ერაყიდან კოალიციური ჯარები უნდა გამოყვანილ იქნან. ერაყში მოსალოდნელი არჩევნების შემდეგ გაირკვევა თუ რამდენად სტაბილურია ქვეყან.

პრეზიდენტმა ობამამ ასევე განაცხადა რომ ავღანეთში კოალიციური ჯარების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. ამერიკას ასევე სურს აღმოფხვრას ავღანეთში ნარკოტიკებით ვაჭრობა. მსოფლიოში ყველაზე დიდი ოპიუმის გამსაღებელი ქვეყანა დღეს ავღანეთია. ბატონმა გეიტსმა განაცხადა რომ თუ თალიბ მეამბოხეებს ნარკო დილერები დაეხმარებიან ისინი ამერიკის კოალიციური ჯარების სამიზნეები გახდებიან.

„ თუ ავღანეთის ნარკო დილერები თალიბ მემაბოხეებს უჭერენ მხარს და თუ ჩვენ ამის სამხილს აღმოვაცენთ მაშინ საპასუხო დაპირისპირება ჩვენიმხრიდან სამართლიანი იქნება.

XS
SM
MD
LG