ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეთიოპიის განცხადებით მან დაამთავრა სომალიდან თავისი ჯარების გაყვანა


ეთიოპიის განცხადებით მან დაამთავრა სომალიდან თავისი ჯარების გაყვანა. სადაც ისინი ისლამისტ პარტიზანებს ებრძოდნენ. როგორც ეთიოპიის მთავრობის წარმომადგენელმა ბერეკეტ სიმონმა განაცხადა ეთიოპიის ჯარებმა შეასრულეს თავისი მისია ამ ქვეყანაში.

ეთიოპია კვლავაც აღმოუჩენს სომალის დახმარებას. მათი დანაკარგების შესახებ არაფერია ცნობილი, თუმცა ეთიოპიის ჯარების მოქმედების შედეგად სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ათასობით ადამიანი დაიღუპა. ეთიოპიამ სომალიდან ჯარების გაყვანა მას შემდეგ დაიწყო რაც ამ ქვეყნის მთავრობამ ზომიერ ისლამისტებთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი.


XS
SM
MD
LG