ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის  სამხედრო ხომალდმა  ბრიტანული გემი დაიცვა


რუსეთის კუთვნილმა სამხედრო ხომალდმა სომალელი მეკობრეებისგან ბრიტანული გემი გადაარჩინა. მეკობრეობის შესახებ ინფორმაციის გამავრცელებელი საერთაშორისო ცენტრის თავკაცმა ნოელ ჩონგმა განაცხადა, რომ მეკობრეებმა გემს ორი ყუმბარა სტყორცნეს. რუსული ხომალდი შველის თხოვნის სიგნალს გამოეხმაურა და თავდასხმის ადგილზე ვერტმფრენები გაგზავნა.

რუსული სამხედრო გემის მიახლოვებამ მეკობრეები დააფრთხო და ისინი მიიმალნენ. წელს მეკობრეებმა სომალის მიმდებარე საზღვაო წყლებში უკვე თერთმეტი თავდასხმა განახორციელეს და შედეგად ორი ხომალდი ჩაიგდეს ხელთ. 2008 წელს სომალელმა მეკობრეებმა ასზე მეტ გემზე მიიტანეს იერიში. ამჟამად მათ ხელთაა თერთმეტი ხომალდი და ამ გემების ეკიპაჟების ორას ათი წევრი.


XS
SM
MD
LG