ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამას ეკონომიკური გუნდი ეკონომიკის მასტიმულირებელ გეგმას განიხილავს


გაზეთ ვაშინგტონ პოსტში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტის ბარაკ ობამას ეკონომიკური გუნდი 700 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკის მასტიმულირებელ გეგმას განიხილავს. აქამდე ვოლ სტრიტის საფინანსო ინსტუტების დასახმარებლად გაწეული თანხების გარდა დახმარება სხვა სფეროებშიც უნდა გავრცელდეს.

დღეს პრესის საშუალებით გამოქვეყნდა ხაზინის დეპარტამენტის მდივნის პოსტზე ნომინირებული ტიმოტი გეიტერის განცხადება, რომელიც აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ კონგრესის მიერ ადრე დამტკიცებული ეკონონიკის მასტიმულირებელი გეგმა უნდა გაიზარდოს და მუნიციპალიტეტის, მცირე ბიზნესისა და უძრავი ქონების მქონე პირთათვის მოხმარდეს. ზოგიერთი კანონმდებელი უკმაყოფილოა ბუშის ადმინისტრაციის მხრიდან ამ პროგრამის განხორციელების გამო. ამ დროისთვის დაიხარჯა 350 მილიარდი დოლარი, მაგრამ უშედეგოდ. პროგრამას რაიმე ცვლილება ეკონომიკაში არ შეუტანია

XS
SM
MD
LG