ბაღდადის შიიტებით
დასახლებულ უბანში აშშ-ის სარდალი აცხადებს,
რომ სამხედროები განსაკუთრებულად ყურადღებით არიან ქალი კამიკაძე ტერორისტების მიმართ,
რათა დღეს აშურის ფესტივალზე არ გამოეპაროთ რაიმე ინცინდენტი.
როგორც პლკოვნიკი
ბუჩ კივენარი აცხადებს, სამხედროებს აქვთ ინფორმაცია, რომ ალყაიდამ შესაძლოა ქალი კამიკაძე
ტერორისტები გააგზავნონ ფესტივალის ჩასაშლელად.
ბოლო ერთი წლის
მანძილზე ერაყში 39 შემთხვევა მოხდა როდესაც
ქალები იფეთქებენ თავს. კარბალას რეგიონში კოალიციური ჯარის პოლკოვნიკის განცხადებით
ერაყის უშიშროების ძალები წვრთნას გადიან აშშ-ის
სამხედროების დახმარებით აშურის ფესტივალისთვის.
პოლკოვნიკმა კივენარმა ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ქალმა კამიკაძე ტერორისტმა თავი აიფეთქა და 35 კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა და 72 ადამიანი დააშავა.