ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მანდატი საქართველოში 2008 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა


ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მანდატი საქართველოში 2008 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა. რუსი და ამერიკელი ჟურნალისტები თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ ამ ფაქტთან დაკავშირებით.ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ეუთოს მისია საქართველოში კონფლიქტების მოგვარებას უწყობს ხელს მთელს კავკასიაში, განსაკუთრებით კი რუსეთთან მომხდარი ომის შემდეგ გასული წლის აგვისტოში.

ეუთო კონსენსუსით მუშაობს. მოსკოვმა კი მისი მანდატის გაგრძელება დაბლოკა.ვეტერანი ამერიკელი ჟურნალისტი და პოლიტოლოგი პოლ გობლი ამასთან დაკავშირებით შემდეგ კომენტარს აკეთებს:“ამ მოქმედებით რუსეთმა სიგნალი გაუგზავნა მთელს მსოფლიოს და განაცხადა, რომ კავკასიაში მას მოქმედებების გადამოწმემა არ სურს უცხოელი სპეციალისტებით. მე ვფიქრობ რომ ეს ფაქტი ასევე ნეგატიურად იმოქმედებს სამხრეთ ოსეთის, აფზახეთისა და საქართველოს მოსახლეობაზე, ისევე როგორც მთელს რეგიონზე. ვფიქრობ, რომ ეუთოს ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა კარგად გამოხატავს რუსეთის ურთიერთობას დანარჩენილ მსოფლიოსთან.”რუსი ჟურნალისტი მაშა ლიპმანი, რომელიც კარნეგის მოსკოვის ცენტრში მოღვაწეობს, აცხადბეს, რომ რუსეთის ხელისუფლება უკვე დიდი ხანია ეუთოს მოქმედებით არის გაღიზიანებული.ამ ფაქტს სათავეში აქვს ეუთოს შეფასებები ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებსა და დემოკრატიის სტანდარტების საკითხებში რუსეთის ფედერაციაში.ეხლა კი რუსეთს შანსი მიეცა ეს ორგანზაცია საერთოდ ჩამოიშოროს, მითუმეტეს როცა მანდატი ისედაც უმთავრდებოდა ეუთოს საქართველოში. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიასთან განლაგებული ბუფერული ზონები მონიტორინგის გარეშე მაინც არ დარჩება.“ ევროკავშირს ამ რეგიონში სადამკვირვებლო მისია ჰყავს განლაგებული.ქართველი ჟურნალისტი გია აბაშიძე კი აცხადებს, რომ ოფიციალური თბილისი ეუთოს საქმიანობის შეწყვეტით შეშფოთებულია. “ჩვენთვის ჯერჯერობით გაურვკვეველია ის ,თუ ვინ შეარულებს ეუთოს როლს კონფლიქტის ზონაში. საქართველო იმედოვნებს, რომ ევროპელების როლი გაიზრდება რამეთუ იქ რუსეთს არანაირი ბერკეტი არ გააჩნია გადაწყვეტილებების მიღებას შეუშალოს ხელი.” და კიდევ ერთი: გაურკვეველია თუ რა პოზიციას დაიკავებს ობამას ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებაში. მაშა ლიპმანი აცხადებს, რომ ვაიშნგტონი თავის მოქმდედებას სიფრთხილით მოეკიდება.

XS
SM
MD
LG