ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბებმა 20 ავღანელი გამოასალმეს სიცოცხლეს


ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით თალიბი მეამბოხეები ჩაუსაფრდნენ მუსა ქალას გამგებელის ავტოკოლონას და მისი 20 დაცვის მოსამსახურე მოჰკლეს. ინცინდენტი ჰელმანდის პროვინციაში მოხდა.

ოფიციალური პირების განცხადებით, გამგებელი მულა აბდულ სალაამი გადაურჩა თავდასხმას.

თალიბთა წარმომადგენლის განცხადებით შეტევის დროს მეამბოხეების მხრიდან დაიღუპა 2 და დაიჭრა 4.

2007 წლამდე მუსა ქალას ოლქს თალიბები აკონტროლებდნენ, ხოლო 2007 წლიდან ავღანეთისა და კოალიციური ჯარის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის შედეგად თალიბები ამ ტერიტორიიდან განდევნეს.

ჰელმანდის პროვინციაში თალიბები კვლავ აკონტროლებენ რამოდენიმე ოლქს.

XS
SM
MD
LG