ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭო შეიკრიბა


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს შეწყვიტონ ძალადობა ღაზას სექტორში. დღეს დილით ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭო იმ მიზნით შეიკრიბა,რომ განეხილა ღაზას სექტორში განხორციელებული საჰაერო შეტევების შედეგები ,რომელმაც 270 პალესტინელის სიცოცხლე შეიწირა.

საბჭოს წევრებმა აუცილებელ პირობად დააყენეს ყოველგვარი საომარი ქმედებების შეწყვეტა ღაზას სექტორში ,რაც საშუალებას მისცემს ისრაელისა და პალესტინის სახელმწიფოებს პოლიტიკურ დონეზე გადაჭრან შექმნილი პრობლემა.

გაეროში პალესტინის მხრიდან დამკვირვებელმა რიად მანსურმა განაცხადა,რომ ცეცხლის სასწრაფო შეწყვეტისაკენ მოწოდება კონკრეტულად ისრაელის მხარეს ეკუთვნის.ეს კი იმას ნიშნავს,რომ ისრაელის მთავრობამ უნდა შეწყვიტოს კრიმინალური ხერხებით ძალადობა ღაზაში მცხოვრებ პალესტინელებზე.

გაეროში ისრაელის ელჩმა გაბრიელა შალევმა განაცხადა,რომ ისრაელი მსგავს ქმედებებს ქვეყნის დასაცავად ანხორციელებს ,თუმცა იგი მზადაა,რომ დაპირისპირებას მშვიდობიანი დასასრული ჰქონდეს.

XS
SM
MD
LG