ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის მიერ ღაზას სექტორში  ავიადარტყმისას 155 ადამინი დაიღუპა


პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ რომ ისრაელის მიერ ღაზას სექტორში ჰამასის ქვედანაყოფზე განხორციელებული ავიადარტყმისას 155 ადამინი დაიღუპა. მოკლულთა შორისაა ღაზას პოლიციის უფროსი. ამავე განცხადების თანახმად 200-ზე მეტი ადამიანია დაჭრილი. ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურეს ღაზაში ჰამასზე განხორციელებული ავიადარტყმა და აცხადებენ რომ ამგვარი სამხედრო ოპერაცია შეიძლება კვლავ განმეორდეს. პალესტინურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ისრაელს რაკეტები დაუშინეს. ისრაელსა და ჰამას შორის ისეთაც დაძაბული მდგომარობა განსაკუთრებით გამძაფრდა მას შემდეგ რაც გასულ კვირას ექვსთვიანი ცეცხლის-შეწყვეტის ზავის ვადა ამოიწურა. ამის ფონზე ისრაელმა გახსნა საზღვრები და ღაზას სექტორში სურსათ-სანოვაგე შეიტანა. როგორც ისრაელის სამხედრო ძალები აცხადებენ ბრინჯით, ფქვილით, საწვავითა და მედიკამენტებით დათვირთული საბარგო მანქანა შევიდა ღაზას სექტორში. საზღვარი დაკეტილი იყო ექვსთვიანი ცეცხლის-შეწყვეტის ზავის განმავლობაში.. საზღვარი ისრაელის პრემიერ მიისტრის ეჰუდ ოლმერტის მუქარამდე ღაზას სექტორის დაპყრობის შესახებ ერთი დღით ადრე გახსნეს. ალ-არაბიას ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ოლმერტი აცხადებს: ჩვენ არნახული ძალა გაგვაჩნია, ჩვენ შეგვიძლია ამ ძალის გამოყენება და სავალალო ზიანის მიყენება. მე ვცდილობ რომ მოთმინება გამოვიჩინო და ყოველთვის ყველას ვაფრთხილებ რომ დაველოდოთ, მივცეთ მათ კიდევ ერთი შანსი“

მაგრამ როგორც ოლმერტი აცხადებს რაკეტებისა და ნაღმსატყორცნებით შეიარაღებული ჰამასი ატერორებს ისრალის სამხრეთში მდებარე ქალაქებისა თუ სოფლების მოსახლეობას. ოლმერტი აცხადებს რომ მას სხვა გზა არ ააქვს და უნდა მიიღოს ზომები ჰამასის წინააღმდეგ რადგანაც აევსო მოთმინების ფიალა. ვაფრთხილებ მათ, ეს შეიძლება უკანსკნელი გაფრთხილება იყოს, შეჩერდით, ჩვენ თქვენზე დიდი ძალა გვაქვს. დაიღვრება სისხლი.

ვის უნდა ეს? ჩვენ ეს ნამდვილად არ გვინდა? ისრაელის მხრიდან მაინც იგრძნობა თავშეკავება ღაზას დაპყრობასთან დაკავშირებით. მათ იციან რომ არამარტო უდანაშაულო ადამიანები და ისრაელელი ჯარისიკაცები დაიღუპებიან ამ შეტაკებისას, არამედ ისრაელს მსოფლიო რისხვა დაატყდება თავს. ექსპერტები თვლიან რომ ჰამასს კარგად ესმის ისრაელის თავშეკავების მიზეზები. ჰამასის წარმომადგენელი ისმაილ რადვანი აცხადებს რომ ღაზას მიწა არა სსურნელოვანი ყვავილებითაა მორთული არამედ კამიკაძე ქალებითა და მამაკაცებით. ამავე განცხადების თანახმად ისრაელი ვერ გაბედავს ღაზას დაპყრობას რადგანაც იციან რომ ეს ძვირად დაუჯდება ისრაელს.

XS
SM
MD
LG