ამერიკის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს,რომ მაღალი თანამდებობების სამხედრო პირებმა ბარაკ ობამას ეროვნული უშიშროების გუნდს დეტალურად დაუსაბუთეს გეგმა,რომლის საფუძველზეც მომავალ წელს ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი დატოვებს ერაყის ტერიტორიას. ბარაკ ობამამ განაცხადა,რომ მას სურს,კოალიციურმა ჯარებმა 16თვეში დატოვონ ერაყი. ოფიციალურ წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ, ემთხვევა თუ არა პენტაგონისა და ბარაკ ობამას გეგმები ერთმანეთს. რობერტ გეითსმა სატელევიზიო ინტერვიუსას აღნიშნა,რომ ამერიკული ჯარები ერაყის ტერიტორიაზე 2011 წლის მერეც დარჩებიან,რაც ერაყის მთავრობასთან დადებული უსაფრთხოების ხელშეკრულების თანახმადაა გათვალისწინებული.მისი განცხადებით ,კოალიციურ ჯარებს ერაყის ტერიტორიაზე იმ დროისათვის ახლანდელთან შედარებით სხვა როლი დაეკისრებათ. ერაყის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, 23 დაკავებული,რომლებიც სამხედრო დაპირისპირების ბრალდებით იქნენ დაპატიმრებული, ბაათის პარტიის აღდგენაში მონაწილეობდნენ.შეგახსენებთ,რომ ბაათის პარტიის ხელმძღვანელი სადამ ჰუსეინი გახლდათ.