ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერომ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა მსოფლიოში სურსათის მარაგის არსებობს ირგვლივ


ცოტა ხნის წინ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა მსოფლიოში სურსათის მარაგის არსებობს ირგვლივ.

გაეროს წარგზავნილი სურსათის პროგრამაში--„უფლება საკვებზე“ აცხადებს, რომ მსოფლიო ვაჭრობა ღარიბებს ვნებს, მდიდრებს კი უფრო მეტად უწევს დახმარების ხელს. ანგარიში აფასებს მსოფლიო ვაჭრობის ლიბერალიზაციას სოფლის მეურნეობის დარგში და იკვლევს, თუ რამდენად უზრუნველყოფს ეს პროცესი თითოეულ ადამიანს საკმარისი საკვებით. ამ ანგარიშის დასკვნაში მითითებულია, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ და საერთაშრისო სავაჭრო სისტემამ უფრო მეტად უნდა დაიცვან ღარიბი ფენები.

გაეროს სპეციალური წარგზავნილი ოლივიერ დე შუთერი ამბობს, რომ დოჰას რაუნდი სავაჭრო შენთანხმების ირგვლივ ჩავარდა, რამთე მან ვერ მოაგვარა შიმშილის პრობლემა მსოფლიოში და იგი ვერც მომავალ სასურსათო კრიზისს აგვაცილებს თავიდან.დე შუთერის განცხადებით, ღარიბი და განვითარებადი სახელმწიფოები ვერ სარგებლობენ ინდუსტრიული ქვეყნების პირობების გაუმჯობესებით.მისი თქმით, სავაჭრო შეზღუდვების გაუქმება, რაც არაპრპოპროციულად მხოლოდ მდიდარ ქვეყნებს რგებს, არ არის საკმარისი შიმშილობისა და სურსათის გლობალური კრიზისის დასძლევად. „რეფორმის პროგრამის განვითარება ეფუძნება იმ ილუზიას, რომ არსებული წინაღობების გაუქმება, ჩვენ სარგებელს მოგვიტანს. ეს უბრალოდ არ შეესაბამება რეალობას. ჩვენ ყველამ ვიცით რომ სუბსიდიების გარეშეც კი დიდი სხვაობაა წარმოების იმ დონეს შორის რომელიც განვითარებულ და მეორეს მხრივ, განვითარებად ქვეყნებს აქვთ“. დე შუთერი აღნიშნავს, რომ მსოფლიოში საკმარისი საკვების არსებობას საფრხეს უქმნის კლიმატური ცვლილებები. მისი განცხადებით, სურსათის წარმოება 2080 წლამდე 8 პროენტით შემცირდება რაც კლიმატის ცვლილების შედეგად მოხდება. ეს განსაკუთრებით რეალურია ტროპიკული აფრიკის ქვეყნებში, სამხრეთ აზიაშო, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის ჩრდილეოთში.ამას გარდა, მსოფლიოს მოსახლეობა 2050 წლისთვის 9 მილიარდს მიაღწევს, რაც სურსათზე მოთხოვნას კიდევ უფრო გაზრდის. დე შუთერის განცხადებით, კლიმატის ცვლილებების ფონზე, საერთაშორისო ვაჭრობის აქსელერაციაა აუცილებელი.გაეროს ანგარიში აღნიშნავს, რომ მსოფლიო ვაჭრობა მაინც ვერ გახდება თითოელ ქვეყანაში მოსახლეობის გამოკვების რეალური ალტერნატივა და რომ ცალკეული ქვეყნები არ უნდა ენდონ მხოლოდ საერთაშრისო ვაჭრობას, რათა ქვეყნის მოსახლეობა ადექვატურად გამოკვებონ.

XS
SM
MD
LG