ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთი პაკისტანს მოუწოდებს მეტი გაკეთოს ტერაქტების გამოძიების საქმეში


ინდოეთი პაკისტანს ტერორისტების წინააღმდეგ უფრო აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდებს. ინდოეთის მინისტრთა კაბინეტმა ასევე განაცხადა, რომ თავად ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის ტერორიზმისგან დასაცავად. ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პალანიაპან ციდამბარამმა დღეს ქვეყნის პარლამენტს მიმართა. ეს მინისტრის პირველი ოფიციალური გამოსვლა იყო გასულ თვეს განხორციელებული სისხლიანი ტერაქტის შემდეგ. მინისტრმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილია ინდოეთის სადაზვერვო უწყებების მოდერნიზება, ახალი სანაპირო დაცვის სამსახურის შექმნა და გამოძიების ეროვნული უწყების ჩამოყალიბება. მინისტრმა ასევე აღნიშნა ის, რომ არსებობს უტყუარი სამხილი იმისა, რომ ტერორისტებმა ინდოეთში პაკისტანის ტერიტორიიდან შეაღწიეს. დელიმ ისლამაბადს პაკისტანში მოქმედი ტერორისტული ჯგუფების სწრაფი ნეიტრალიზაცია მოსთხოვა. ინდოეთის მთავრობას შინ კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს ტერაქტზე უნიათო გამოპასუხებისთვის. ასევე გართულდა ისედაც დაძაბული ურთიერთობა პაკისტანტანთან. ზოგი ინდოელი პოლიტიკოსი ამტკიცებს, რომ პაკისტანის ხელისუფლება მფარველობს ტერორისტულ ორგანიზაციებს.

XS
SM
MD
LG