ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვში პატრიარქი ალექსი დაკრძალეს


დღეს რუსეთის პატრიარქი ალექსეი მეორე დაკრძალეს მოსკოვში, რომელიც პარასკევს თავის რეზიდენციაში გარდაიცვალა. გასვენებას რუსეთის დღევანდელი ლიდერები ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი მედვედევი ესწრებოდნენ, რომლებიც გარდაცვლილი პატრიარქის ცხედართან იდგნენ სანთლებით ხელში.


6 საათიან სამგლოვიარო ცერემონიას კათოლიკური და ანგლიკანური ეკლესიების წარმომდგენლებიც ესწრებოდნენ მუსულმან და მართმადიდებელ სასულიერო პირებთან ერთად.

პატრიარქის მოვალეობას მიტროპოლიტი კირილი შეასრულებს, რომელმაც თავისი წინამორბედის დამსახურებაზე გაამახვილა ყურადღება.
XS
SM
MD
LG