ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალაქ პეშავარში  კიდევ 6 ადამიანის გვამი იპოვნეს


როგორც პაკისტანის ოფიციალური პირები აცხადებენ ქალაქ პეშავარში ავტომობილის აფეთქების შედეგად დანგრეულ შენობაში მაშველთა რაზმმა კიდევ 6 ადამიანის გვამი იპოვნა. ამავე განცხადების თანახმად აფეთქება, რომელმაც სულ მცირე 27 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, შიიტური მეჩეთთან და ხალხით გადაჭედილ ბაზარში მოხდა. ზოგი გვამის ამოცნობა დამწვრობის გამო შეუძლებელია.

100 -მდე ადამიანია დაჭრილი. როგორც ექიმები აცხადებენ სავარაუდოდ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება.

ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე პროვინციის ადგილობრივი მთავრობა აცხადებს რომ მიმდინარეობს გამოძიება რათა გაირკვეს თუ ვინ არის პასუხისმგებელი აფეთქებაზე. ამავე განცხადების თანახმად სავარაუდოდ აფეთქება ქვეყნის გარეთ არსებულმა ძალებმა განახორციელეს, რაც ინდოეთს გულისხმობდა. ორ ქვეყანას შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა ქალაქ მუმბაიში გასულ კვირას მომხდარი აფეთქების შემდეგ, რომელზეც ინდოეთმა პასუხისმგებლობა პაკისტანს დააკისრა.

XS
SM
MD
LG