ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუშინ გრემის ნომინანტთა სახელები გამოცხადდა


გუშინ გამოცხადდა ამერიკის პრესტიჟული მუსიკალური პრემიის გრემის ნომინანტთა სახელები. ამერიკელი რეპერი ლილ ვეინი 8 ნომინაციაზეა წარდგენილი, მათ შორის წლის საუკეთესო ალბომი, რომლის სახელია „ tha carter III” , რომელიც გამოსვლიდან პირველივე კვირას მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ბრიტანული ჯგუფი ქოლდფლეი 7 ნომინაციაზეა წარდგენილი. წლის საუკეტესო ალბომის წოდებისათვის ქოლდფლეისთან ერთად იბრძოლებენ ნე-იო, რადიოჰედი და როკის ლეგენდა რობერტ პლანტი ალისონ კრაუსთან ერთად. რადიოჰედმა თავისი ახალი ალბომი საკმაოდ ორიგინალური გზით გაყიდა ინტერნეტის საშუალებით. ალბომის ფასს თავად მყიდველი სთავაზობდა. გრემის პრემიის გადაცემა 8 თებერვალსაა დაგეგმილი.


XS
SM
MD
LG