ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკულ პრესაში ამ დღეებში საქართველოს შესახებ დაბეჭდილი სტატიების მიმოხილვა


ნიუ იორკ თაიმსში სტივენ ირლანგერის მიერ დაწერილ სტატიაში აღნიშნულია, რომ ბრუსელში, ნატოს მინისტერიალზე ამერიკელებსა და გერმანელებს შორის დიდი შეხლა-შემოხლაა საქართველოსა და უკრაინის ბლოკში გაწევრიანების გამო. თუმცა სინამდვილეში საქმე საქართველოსთან ომის შემდეგ რუსეთთან დამოკიდებულებას ეხება. ნათქვამია აქ. საქართველოს მთავრობასთან და უკრაინის პროდასავლელ პოლიტიკოსებთან ახლო დამოკიდებულებაში მყოფი ბუშის ადმინისტრაცია ცდილობს ნატოს დახმარებით ახლადგამოღვიძებულ აგრესიულ რუსეთს აჩვენოს ის, რომ მოსკოვს ნატოს გადაწყვეტილებებზე ზემოქმედება არ ძალუძს. კონდოლიზა რაისი გასულ აპრილს ნატოს სამიტზე საქართველოსთვის და უკრაინისთვის მიცემული პირობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. შეერთებული შტატების მომავალი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის პოსტზე დასახელებულმა ჰილარი კლინტონმა ჯონ მაკკეინთან ერთად 2005 წელს მიხეილ სააკაშვილი და ვიქტორ იუშჩენკო ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა. თუმცა ნატოს წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი ასეთი ენთუზიაზიმით არ გამოირჩევა. ამერიკელების აზრით გერმანია ცდილობს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცესი შეანელოს და მოსკოვს დაანახოს ის, რომ ბერლინი მზადაა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ შეთავაზებული ევროპის უშიშროების დაცვის ახალი გეგმა სერიოზულად განიხილოს. ნათქვამია ნიუ იორკ თაიმსში გამოქვეყნებულ სტატიაში. გერმანია აქტიურად უჭერს მხარს ამ ორი ქვეყნისთვის მხოლოდ მეპის სტადიების გავლის შემდეგ გაწევრიანებას. გასულ აპრილს ბუქარესტში საქართველოსა და უკრაინის საკითხი საფრანგეთმა და გერმანიამ დაბლოკეს. პარიზი და ბერლინი თვლიან, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის

მეპის მიცემა რუსეთს განარისხებს და რეგიონში არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაძაბავს. მათ მხარი დაუჭირეს ამ ქვეყნებისთვის ნატოში გაწევრიანების პირობის მიცემას, მაგრამ ამ გაწევრიანების ზუსტი ვადა არ განუსაზღვრავთ. ახლა ბევრი ევროპელი ლიდერი დარწმუნებულია იმაში, რომ სააკაშვილი რუსების მიერ დაგებულ მახეში გაება და კონფლიქტი სწორედ მან დაიწყო. ამერიკელები კი ამტკიცებენ, რომ მეპი არ არის მნიშვნელოვანი და ზემოთქმული ქვეყნები ნატოში ამ გეგმის გარეშე უნდა მიიღონ. ეს მოსაზრება აღიზიანებს გერმანიას, რომელიც ტვლის, რომ მეპი ბლოკში გაწევრიანების ერთადერთი გზა უნდა იყოს. საფრანგეთი კი ჯერ-ჯერობით არც ერთ მხარეს არ იხრება. ვაშინგტონის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით საქართველო ნატოში გაწევრიანებას მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ თუ შესძლებს. თუმცა ვაშინგტონს არიზიანებს ბერლინის დამოკიდებულება. ამერიკელები ამბობენ, რომ თუკი გერმანია თვლის რომ ნატოში მეპის გარეშე მიღება არ უნდა ხდებოდეს, მაშინ რატომ უგვიანებს საქართველოსა და უკრაინას ამ გეგმის მიცემის პროცესს და თუ ეს გეგმა ამ ქვეყნებს მხოლოდ მაშინ უნდა მიეცეთ, როდესაც ისინი სამხედრო ბლოკში შესასვლელად მზად იქნებიან, მაშინ რაღა საჭიროა მეპის არსებობა. ნათქვამია სტივენ ირლანგერის მიერ გაზეთ ნიუ იორკ თაიმსისთვის დაწერილ სტატიაში. ჯეკსონ დაილის მიერ გაზეთ ვაშინგტონ პოსტისთვის მომზადებულ წერილში მოთხრობილია ახალგორში და საერთოდ ცხინვალის რეგიონში ამჟამად არსებული სიტუაციის შესახებ. აქ აღნიშნულუია ის, რომ დასავლეთის ქვეყნების ლიდერთა უმრავლესობას ამ სიტუაციის არსებობა ხელს არ აძლევს და ზოგი მათგანი, მაგალითად საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ამტკიცებს იმას, რომ რუსებმა დაიცვეს მის მიერ შემზადებული ექვსმხრივი მოლაპარაკების პუნქტები და რომ რუსები ოკუპირებულ ტერიტორიაზე სანგრებს არ თხრიან. ახლა როგორც არასდროს საქართველოს დამოყვრება დასავლეთთან საეჭვოდ გამოიყურება. ნათქვამია სტატიაში. აქ აღნიშნულია ის, რომ საქართველოს თავდაცვა ნატოს მოდელს ბაძავდა და იმის მაგივრად, რომ საკუთარი ტერიტორიის დაცვაზე ყოფილიყო მიმართული, ჯარის წვრთნა საერთაშორისო კონფლიქტებში მონაწილეობას გულისხმობდა. ახლა საქართველო და მთელი მსოფლიო იმას ელიან თუ რას მოიმოქმედებს ბარაკ ობამას ახალი მთავრობა. სტატიაში აღნიშნულია ის, რომ ძალზე მნისვნელოვანია კრიტიკული გადაწყვეტილებების მიღება, თორემ თბილისიდან სულ რაღაც ორმოცდაათი კილომეტრის დაშორებით მყოფ რუსულ ჯარს ნებისმიერ დროს შეეძლება თბილისში

XS
SM
MD
LG