ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პირველად 36 წლის მანძილზე ლიბიაში ელჩი დანიშნა


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პირველად 36 წლის მანძილზე ლიბიაში ელჩი დანიშნა.ამის მიზეზი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაა.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ პარასკევს გაკეთებულ განცხადებაში ლიბიაში გამოცდილი დიპლომატის ჯინ გრეცის ელჩად დანიშვნა ხელს შეუწყობს ამ ისტორიულ მომენტში ამერიკის ინტერესების ლიბიაში კარგად წარმოდგენას. აშშ-ის სენატში გრეცის კანდიდატურა წინა კვირას დაამტკიცეს. იმ დღესვე სახელმწიფო მდივანი კონდოლისა რაისი შეხვდა ლიბიის ლიდერის მოამარ გადაფის შვილს.

ელჩის დანიშვნას წინ უსწრებდა ლიბიის მთავრობის მიერ ერთ ნახევარი მილიარდი დოლარის გამოყოფა ლიბიის მხარდაჭერით ტერორისტული აქტების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის . მათ შორის 1988 წელს ჩამოგდებული აშშ-ს ავიალაინერისა და 1986 წელს ბერლინში დისკოტეკაზე განხორციელებული ტერაქტების დროს დაღუპულთა ოჯახებისთვის.

XS
SM
MD
LG