ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდში დღეს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადდა


ტაილანდში გრძელდება მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია.ამასთან დაკავშირებით ტაილანდის პრემიერ მინისტრმა სომჩაი ვონგსვატმა დღეს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ბანკოკის იმ აეროპორტებში სადაც აქციები მიმდინარეობს.ტაილანდის მინისტრთა კაბინეტი დღეს დედაქალაქის მოშორებით ქალაქ ჩიანგ მაი-ში შეიკრიბა, რათა განეხილათ საერთაშორიისო და რეგიონულ აეროპორტებში მიმდინარე მოვლენები. საპროტესტო აქციების გამო ორივე აეროპორტში ფრენები შეწყვეტილია.დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. საგანგებო მდგომარეობა მიღება პრემიერ მინისტრს საშულებას მისცემს გარკვეული სამოქალაქო უფლებები შეზღუდოს და გამოიყენოს სამხედრო ძალა ორივე აეროპორტის დემონსტრანტებისგან გასაწმენდად.ტაილანდის აეროპორტის ოფიციალური პირების განცხადებით შაბათამდე დაკეტილი იქნება საერთაშორისო აეროპორტი, ხოლო ტურისტების ევაკუაცია ტაილანდის საჰაერო სამხედრო ბაზიდან მოხდება.


XS
SM
MD
LG