ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყი  ამერიკული სამხედრო კონტინგენტის მოქმედების ვადას გააგრძელებს


მოელიან, რომ ერაყის პარლამენტი, ქვეყანაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის მოქმედების ვადის გახანგრძლივების ხელშეკრულებას მიიღებს.

ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოშიარ ზებარიმ დღეს განაცხადა, რომ მიუხედავად დაპირისპირებისა, ერაყის პარლამენტი, ქვეყანაში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის მოქმედების ვადის გახანგრძლივების ხელშეკრულებას ალბათ მიიღებს. გუშინ ხელშეკრულების განსახილველად შეკრებილმა პარლამენტმა სხდომა შეწყვიტა რადიკალი შიიტი სასულიერო პირის მოქდათა ალ სადრის მომხრე კანონმდებლების მიერ გამოხატული პროტესტის გამო. საპარლამენტო სხდომა დღეს უნდა განახლდეს. ხელშეკრულება ამერიკული სამხედრო კონტინგენტის ერაყში ყოფნის ვადის 2011 წლამდე გახანგრძლივებას ითვალისწინებს. ამ დროს კი შეერთებული შტატების კონგრესში ცხარე კამათი მიმდინარეობს ზემოხსენებული ხელშეკრულების ირგვლივ. ხელშეკრულების თანახმად, ამერიკელი სამხედროები ერაყის ქალაქებიდან 2009 წლის 30 ივნისისთვის უნდა გავიდნენ, ჯარმა ერაყი საბოლოოდ 2011 წლის 31 დეკემბერს უნდა დატოვოს. ზოგი ამერიკელი კანონმდებელი თვლის, რომ პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ ხელშეკრულება ჩუმად და ხალხის აზრის გაუთვალისწინებლად შეამზადა:

“კონგრესში ამ საკითხის იგვლივ სერიოზული კონსულტაციები არ ჩატარებულა.ამერიკელი ხალხის აზრი კი ხელსეკრულების შემქმნელებმა საერთოდ არ გაითვალისწინეს”. გაცხარებით ამტკიცებდა კონგრესის დემოკრატი წარმომადგენელი უილიამ დილაჰანტი.

XS
SM
MD
LG