ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის საავტომობილო  ინდუსტრია კრიზისს განიცდის


სამშაბათს ამერიკელი კონგრესმენები ამერიკის დასუსტებული ინდუსტრიისათვის დახმარების საშუალებათა მოძიების პროცესს იწყებენ .

ჯენერალ მოტორსის, კრაისლერისა და ფორდის კომპანიათა დირექტორები პროფკავშირების წარმომადგენელებთან ერთად სენატის კომიტეტის წინაშე საავტომობილო ინდუსტრიის შესახებ საანგარიშო სიტყვით წარსდგებიან.

დემოკრატები მხარს უჭერენ ეკონომიკის გადარჩენის გეგმით გათვალისწინებული 25 მილიარდი დოლარის გადაცემას ავტომობილების მწარმოებელთათვის. ბუშის ადმინისტრაციის აზრით, შეცდომა იქნება ავტომწარმოებლებისათვის ამ დახმარების გაცემა ,რადგან ეს ხელს შეუშლის ამ კომპანიების რესტრუქტურიზაციასა და კონკურენტუნარინობას.

ბუშის ადმინისტრაცია ავტომობილთა კომპანიებს ფინანსურ დახმარებას იმ პირობით აღუთქვამს, თუ ეს კომპანიები წინასწარ დამტკიცებულ სესხს აიღებენ ენერგეტიკის დეპარტამენტიდან .

XS
SM
MD
LG