ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოს ლიდერები მომავალში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისების თავიდან აცილებას ცდილობენ


მსოფლიოს ლიდერები მომავალში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისების თავიდან აცილებას ცდილობენ.

ვაშინგტონში შეკრებილი მსოფლიოს ოცი ინდუსტრიულად განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ლიდერები მომავალში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისების თავიდან აცილების მცდელობით რამდენიმე მნიშვნელოვან პირობაზე შეთანხმდნენ. ლიდერები ერთხმად აცხადებენ, რომ საფინანსო სისტემას მეტი რეგულირება, ხოლო მომხმარებელს კი მეტი დაცვა ესაჭიროება სახელმწიფოს მხრიდან. შეხვედრის მონაწილეების მიერ ერთხმად მიღებული განცხადება, მსოფლიოს ყველა ქვეყანას ეკონომიკის დასახმარებლად გათვლილი სასტიმულო პაკეტების მიღებისკენ მოუწოდებს. ამ დეკლარაციის თანახმად, მსოფლიო ბანკმა და სავალუტო ფონდმა მოდერნიზაცია უნდა განიცადონ. მედიასთან საუბრისას პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ შეხვედრა ძალზე წარმატებული იყო.


XS
SM
MD
LG