ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარიბის ზღვის კუნძულებს  ქარიშხალი პალომა სწრაფი ტემპით უახლოვდება


შეერთებული შტატების ეროვნული მეტეოროლოგიური ცენტრი აცხადებს რომ კარიბის ზღვის კუნძულებს ქარიშხალი პალომა სწრაფი ტემპით უახლოვდება.

კაიმანის კუნძულებზე ქარიშხლის სიმძლავრე საათში 215 კილომეტრს აღწევს.

მეტეოროლოგები აცხადებენ რომ დღეს ქარიშხალი მოგვიანებით კუბას დაარტყამს. კუბის ოთხ პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამ წელს კუნძულს უკვე მეოთხეჯერ დაარტყა ქარიშხალმა რამაც რამდენიმე მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა ქვეყანას.

XS
SM
MD
LG