დღეს მოსკოვში სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები სერჟ სარქისიანი და ილჰამ ალიევი ხვდებიან ერთმანეთს, რომლებსაც მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი შეუერთდება. მოლაპარაკების მთავარი თემა ყარაბაღია.
მედვედევი გასულ თვეს იმყოფებოდა სომხეთში და სწორედ მაშინ გამოვიდა ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი სამშვიდობო ინიციატივით, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის პირდაპირ მოლაპარაკებებს ითვალისწინებდა რუსეთის შუამავლობით.