ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის დუმამ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა


რუსეთის დუმამ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.

ამ დოკუმენტის ხელმოწერით მოსკოვს ეხსნება გზა, რათა ამ პრორუსულ ტერიტორიებზე ათასობით სამხედრო მოსამსახურე განალაგოს. დღეს რუსეთის დუმაში ამ ხელშეკრულებას ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი, რაც ეკონომიკური, დიპლომატიური და სამხედრო ურთიერთობის განმტკიცებას ნიშნავს.

რუსეთის მიერ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას დიდი კრიტიკა მოჰყვა დასავლეთის მხრიდან, ზოგირთი ქვეყანა სანქციებითაც დაემუქრა მოსკოვს.

მოსკოვის განცხადებით იგი 7600 სამხედროს განალაგებს ამ ტერიტორიებზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით მოსკოვი

ევროსაბჭოს დამკვირვებლების მიერ ამ ტერიტორიების მონიტორინგის წინააღმდეგია.


XS
SM
MD
LG