ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატი ჯონ მაკ კეინი ოჰაიოს შტატში გააგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიას


ამასობაში სენატორი ბარაქ ობამა კოლორადოს შტატში წინასაარჩევნო ორ მიტინგზე აპირებს გამოსვლას, სადაც ის ნიუ მექსიკოდან ჩავა, მანამდე კი პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან ნევადაში იმყოფებოდა.

ბარაქ ობამა თავისი მეტოქის ჯონ მაკ კეინის პრეზიდენტ ბუშის ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებას ცდილობს, რომელიც არ სარგებლობს დიდი პოპულარობით.

თავის მხრივ ჯონ მაკ კეინი აფრთხილებს ამომრჩევლებს რომ თუ ობამა გახდება პრეზიდენტი მაშინ დემოკრატები თეთრი სახლის და კონგრესის გაკონტროლებას შესძლებენ.
XS
SM
MD
LG