ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გლობალური რეცესიის შესაძლებლობამ დააფრთხო ინვესტორები


გლობალური რეცესიის შესაძლებლობამ დააფრთხო ინვესტორები, რამაც საფონდო ბირჟებზე ინდექსის ვარდნა გამოიწვია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

შეერთებულ შტატებში დოუ ჯონსის და ნასდაკის ინდექსი 5%-ით დავარდა. იაპონიის და ჰონ კონგის წამყვანმა ბიჟებმაც 8%-იანი ვარდნით დაასრულეს ვაჭრობა.ბრიტანეთის ეკონომიკური კრიზისის გამო ქვეყანა რეცესიის საფრთხის წინაშე დადგა, რამაც ევროპის საფონდო ბირჟებზე ინდექსის ვარდნა გამოიწვია 8%-ით. ეს უკანასკნელი 16 წლის მანძილზე ბრიტანეთის ეკონომიკის ყველაზე მძიმე კრიზისია.

რუსეთში 10%-ით დაეცა იგივე მაჩვენებელი რის გამოც საერთოდ შეწყდა ვაჭრობა ამ ქვეყნის ბირჟებზე.

იენთან მიმართებაში დოლარი უკანასკნელი 13 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა. პრეზიდენტმა ბუშმა 15 ნოემბერს მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკური სახემწიფოების ლიდერები შეერთებულ შტატებში დაპატიჟა საერთაშორისო კონფერენციაზე რომელიც გლობალური ეკონომიკური კრიზისის პრობლემებს მიეძღვნება.

XS
SM
MD
LG