პაკისტანის პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა. ისინი 20 სექტემბერს ისლამბადში სასტუმრო მარიოტთან მომხდარ აფეტქებაში არიან ეჭვმიტანილები. ჯერჯერობით მათ ბრალი არ წაუყენეს, მაგრამ ეჭვმიტანილები 7 დღე დარჩებიან პატიმრობაში, სანამ პოლიცია საქმის გამოძიებას დაასრულებს.
პოლიციელთა მტკიცებით, ეს ოთხი კაცი ეჭვმიტანილია ტერაქტში არაუშუალო მონაწილეობაში. პარასკევს ოთხივე პოლიციამ ბორკილებდადებული მიიყვანა სასამართლოზე.
სასტუმრო მარიოტის შესასვლელთან მომხდარი აფეტქების შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა. კამიკაძე ტერორისტმა დანაღმული სატვირთო მანქანის აფეტქების სახით განახორციელა ეს ტერაქტი . აფეთქებაში მთავარი ეჭვმიტანილებად ისლამისტი მეამბოხეები არიან მიჩნეულნი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ეს ოთხი ადამიანი პაკისტანის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორიზმთან ბრძოლის კანონის საფუზველზე იქნა დაკავებული.