ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპარლამენტმა ჩინელ დისიდენტს მიანიჭა პრესტიჟული პრემია


მიუხედავად პეკინის მიერ გამოხატული პროტესტისა, ევროპარლამენტმა პატიმრობაში მყოფ ჩინელ დისიდენტს ჰუ ჟიას მიანიჭა პრესტიჟული პრემია ადამიანის უფლებების დაცვის დარგში. დღეს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ჰანს გერტ პეტერინგმა განაცხადა, რომ სახაროვის პრიზის მინიჭება თავისუფლად აზროვნებისათვის,მხარდაჭერის ნათელ გამოხატვას წარმოადგენს მათთვის ვინც კი ჩინეთში ადამიანის უფლებების დაცვისთვის იბრძვის. ჰუ ჟია, რომელიც შიდსის, სამოქალაქო უფლებების და გარემოს დაცვისთვის იღწვის, გასული წლის დეკემბერში დააპატიმრეს და მოგვიანებით სახელწიფოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელი მოღვაწეობის ბრალდებით, სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჰუ მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მან სატელეფონო ჩვენება მისცა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების კოქვეკომიტეტს. ჩინეთი ჰუს კრიმინალად მიიჩნევს და ევროპარლამენტს უცხადებს, რომ დისიდენტისთვის ზემოთქმული პრემიის მინიჭება სერიოზულ ზიანს მიაყენებს ჩინეთ-ევროპის ურთიერთობებს. ევროპა კი აცხადებს, რომ პეკინის ზეწოლამ პირიქითი შედეგი გამოიღო.

XS
SM
MD
LG