ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერთმანეთს პირველად შეხვდნენ ამერიკისა და რუსეთის სამხედრო წარმომადგენლები ჰელსინკიში


საქართველოში რუსეთის ჯარის შეჭრის შემდეგ ჰელსინკიში ერთმანეთს პირველად შეხვდნენ ამერიკისა და რუსეთის სამხედრო წარმომადგენლები. შეხვედრა მოეწყო გაერთიანებული შტაბების მეთაურთა თავმჯდომარე ადმირალ მაიკლ მალენსა და რუსეთის გენშტაბის მეთაურს გენერალ ნიკოლაი მაკაროვს შორის, რომელიც საქართველოში რუსეთის ჯარის შეჭრამდე მოკლე ხნით ადრე გახდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაური. შეხვედრის შემდეგ ადმირალმა მალენმა პრესის წარმომადგენლების წინაშე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუს გენერალთან შეხვედრისას მან აცნობა მას ის, რომ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა სამხედრო დარგში დაუყოვნებლივ ვერ ჩადგება იმ კალაპოტში, რომელშიც იგი იყო რუსეთის საქართველოში შეჭრამდე. ამერიკის ხმასთან საუბარში ადმირალის რწმუნებულმა კაპიტანმა ჯონ კირბიმ შემდეგი განაცხადა:
-”საუბარში ადმირალმა მალენმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთის აგრესიამ საქართველოს მიმართ შეცვალა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა სამხედრო დარგში. ახლა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გაირკვეს თუ რატომ და როგორ მოხდა ეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება ამ ურთიერთობის აღდგენა.”
კირბიმ ამერიკის ხმასთან საუბარში ისიც დაამატა, რომ ადმირალისთვის ეს კარგი შემთხვევა იყო, რათა გასცნობოდა გენერალ მაკაროვის თვალსაზრისს, თუმც იგი ბევრ რამეში არ დაეთანხმა მას. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა იგრძნოს ის, რომ მან შეცდომა დაუშვა საქართველოაში შეჭრის სახით. აშშ-მა შტატებმა გააუქმა მთელი რიგი დაგეგმილი სამხედრო კონტაქტები რუსეთთან და ჯერ-ჯერობით არავითარი ნიშანი არ არის იმისა, რომ ეს კონტაქტები უახლოეს მომავალში აღდგება. კაპიტანმა კირბიმ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ეს სამხედრო ლიდერები არ შეთანხმებულად მომავალში რაიმე შეხვედრაზე, თუმც მიაღწიეს შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით. ჰელსინკიდან ადმირალი მალენი ლატვიას გაფრინდა, სადაც მან განაცხადა, რო აშშ-ს რუსეთთან მოსაზღვრე მის მოკავშირეებისადმი თანადგომის დემონსტრირება სურს. ადმირალმა ლატვიიის პრემიერ-მინისტრ ვალდის ზატლერსთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ხაზგასგასმით აღნიშნა, რომ ამერიკისათვის სრულიად მიუღებელია ის, რაც რუსეთმა საქართველოში ჩაიდინა.

XS
SM
MD
LG