ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიუსელის კონფერენციაზე დონორმა სახელმწიფოებმა საქართველოსათვის 4 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღეს


ბრიუსელის კონფერენციაზე დონორმა სახელმწიფოებმა საქართველოსათვის 4 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღეს. ამის თაობაზე განცხადება გააკეათა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობის კომისარმა ბენიტა ფერერო-ვალდნერმა. როგორც მან თქვა შეგროვილი თანხა დიდად აჭარბებს იმ თანხას რომელსაც კონფერენციის დაწყებამდე ვარაუდობდნენ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მილიარდი დოლარი საქართველოს სამი წლის განმავლობაში უნდა მიაწოდოს. ევროკავშირი გაიღებს 644 მილიონ დოლარს, იაპონია კი 200 მილიონ დოლარს. ამას გარდა სხვადასხვა თანხებს გაიღებენ კერძო დონორები. ამ ერთ დღიან კონფერენციაზე 70 ზე მეტი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი შეიკრიბა რითაც მოახდინეს საქართველოსთან სოლოიდარობის დემონსტრირება. საქართველოს დელეგაციას პრემიერ მინისტრი ლადო გურგენიძე ხელმძღვანელობს. აღსანიშნავია რომ ამ კონფერენციაზე რუსეთი არ იქნა მიწვეული.

XS
SM
MD
LG