ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანდიდატი ბარაკ ობამა რესპუბლიკელ კანდიდატს ჯონ მაქეინს  ოთხი პროცენტით  უსწრებს


როიტერის, სი-სპენისა და ზოგბის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ბარაკ ობამა რესპუბლიკელ კანდიდატს ჯონ მაქეინს ოთხი პროცენტით უსწრებს.
ასეთია ამ გამოკითხვის შედეგები, რომელიც არჩევნებამდე სამი კვირით ადრე ჩატარდა.
ორივე საპრეზიდენტო კანდიდატი დღეს ამერიკის იმ შტატებში მოგზაურობს, რომლებიც ტრადიციულად რესპუბლიკელ კანდიდატებს უჭერენ მხარს.
ჯონ მაკეინი ცდილობს ჩრდილოეთ კაროლინისა და ვირჯინიის შტატებში მოიპოვოს ამომრჩევლის მხარდაჭერა.
ბარაკ ობამა კი მისურიში ხვდება ამომრჩეველს.

XS
SM
MD
LG