ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ბარაკ ობამას პოპულარობა სულ უფრო იზრდება.


ამერიკის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ბარაკ ობამას პოპულარობა სულ უფრო იზრდება.

დღეს ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატები ბარაკ ობამა და ჯონ მაკკეინი რიგით მესამე საპრეზიდენტო დებატებისთვის ემზადებიან. დებატები ნიუ იორკის ჰოფსტრას უნივერსიტეტში ჩატარდება. ამერიკის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ბარაკ ობამას პოპულარობა სულ უფრო იზრდება. გაზეთ ნიუ იორკ თაიმსის და სი ბი ეს ნიუსის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ობამას გამოკითხულთა ორმოცდაცამეტი, ხოლო მაკკეინს ოცდაცხრამეტი პროცენტი უჭერს მხარს. გაზეთ ლოს ანჟელეს თაიმსისა და ორგანიზაცია ბლუმბერგის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით კი ბარაკ ობამას უპირატესობას გამოკითხულთა ორმოცდაატი პროცენტი აძლევს. ხოლო მაკკეინს ორმოცდაერთი. გაზეთი ვაშინგტონ პოსტი და ეი ბის სი ნიუსი კი ამტკიცებენ, რომ ობამას პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა კოლორადოს, მიჩიგანის, მინესოტას და ვისკონსინის შტატებში. ეს კი ის შტატებია, რომლებშიც ჯერ-ჯერობით ნათელი არ არის თუ საბოლოოდ რომელი კანდიდატის მხარეს გადაიხრება ბედი. ცნობილია, რომ საშუალოდ ასეთი სახის გამოკითხვების შედეგები დაახლოებით სამი პროცენტით სცოდავს. გამოკითხვების თანახმად, მაკკეინის პოპულარობის დაქვეითება ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია.

XS
SM
MD
LG