ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ევროპისა და აზიის სააქციო ბირჟების მაჩვენებლები საგრძნობლად დაეცა.


დღეს ევროპისა და აზიის სააქციო ბირჟების მაჩვენებლები საგრძნობლად
დაეცა, რაც ნათლად ააშკარავებს, იმას რომ მსოფლიო ეკონომიკის გადასარჩენად აქამდე გადადგმული ნაბიჯები რეცესიის შესაჩერებლად საკმარისი არ არის. იმ დროს, როდესაც ტოკიოს ნიკეის ინდექსი ერთპროცენტიანი მატებით დაიხურა, ნონ კონგის ჰან სენგმა ხუთპროცენტიანი ვარდნა განიცადა. სამხრეთ კორეის კოსპიმ კი ორი პროცენტით დაიწია. ევროპის მთავარი ბაზრები ორპროცენტიან ვარდნას განიცდიან. ამერიკის უოლ სტრიტზე დაბალი მაჩვენებლით ვაჭრობის გახსნას წინასწარმეტყველებენ. ექსპერტები თვლიან, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი საკრედიტო ბაზარი გლობალურ რეცესიას შეუწყობს ხელს. თუმცა ამერიკის ცენტრასლური ბანკის სან-ფრანცისკოს განყოფილების უფროსი ჯენეტ იელენი ამტკიცებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ამჟამად უკვე რეცესიის სტადიაში იმყოფება. მისი თქმით, ამერიკის ეკონომიკა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში არ გაზრდილა და ბოლო კვარტალში კი მისი შემცირებაა მოსალოდნელი. გუშინ პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობა ორას ორმოცდაათ მილიარდ დოლარს გამოყოფს ქვეყნის უმთავრესი ბანკების აქციების მაკონტროლებელი პაკეტების შესაძენად და საბანკო სესხებისა და დეპოზიტების გარანტი იქნება.

XS
SM
MD
LG