შეერთებულ შტატებში პრეზიდენტობის კანდიდატები ბარაქ ობამა და ჯონ მაკ კეინი თავიანთი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ძირითადად ეკონომიკურ საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას.
ოჰაიოს შტატში ამომრჩეველთა წინაშე გამოსვლისას ბარაქ ობამამ განაცხადა რომ ქვეყანაში არსებული ფინანსური კრიზისის დაძლევა მხოლოდ მტკიცე მმართველობით არის შესაძლებელი.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით ბარაქ ობამა 5%-ით უსწრებს ჯონ მაკ კეინს.