ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი მზადაა მოლაპარაკებები აწარმოოს თალიბ მეამბოხეებთან


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ იგი მზადაა მოლაპარაკებები აწარმოოს თალიბ მეამბოხეებთან.

ქაბულში მუსულმანურ ეიდ ალ ფიტრის დღესასწაულზე
ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტმა კარზაიმ განაცხადა, რომ მან თხოვნით მიმართა საუდის არაბეთის მეფეს შუამავლობა
გაუწიოს მოლაპარაკებებს ავღანეთის მთავრობასა და თალიბებს შორის რომლებიც მართავდნენ ქვეყანას 2001 წელს აშშ-ს ავღანთში შემოჭრამდე.

ავღანეთის პრეზიდენტმა დაჟინებით მოუწოდა თალიბთა ლიდერს მოლა ომარს , რომ დაბრუნდეს სახლში და იზრუნოს საკუთარი
ხალხის მშვიდობაზე და უსაფრთხოებაზე. პრეზიდენტი კარზაი შეპირდა მოლა ომარს, რომ იგი პირადად იღებს პასუხისმგებლობას
მის უსაფრთხოებაზე ავღანეთში მყოფი აშშ- სა და ნატოს სამხედრო ძალებისაგან, იმ შემთხვევაში თუ იგი დათანხმდება მოლაპარაკებებს.
მოლა ომარმა გამოაქვეყნა თავისი მიმართვა, სადაც იგი ითხოვს უცხოური ჯარების გაყვანას.

XS
SM
MD
LG