ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები და ევროპული სახელმწიფოები ცდილობენ  კრიზისიდან გამოიყვანონ წამყვანი ბანკები


შეერთებული შტატები და ევროპული სახელმწიფოები გლობალური ფინანსური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით დასავლეთის წამყვანი ბანკების გადარჩენას ცდილობენ.

შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ბანკის "ვაჩოვიას" გაკოტრების თავიდან ასაცილებლად გარიგებას მიაღწია "სიტი გრუპის" ფინანსურ კორპორაციასთან. "ვაჩოვიამ" 312 მილიარდი დოლარის ზარალი ნახა ამ ფინანსური კრიზისის დროს. ფედერალური სადაზღვევო კორპორაციის შუამავლობით "სიტი გრუპი" ამ ვალის დაფარვას აპირებს.

თავის მხრივ ბრიტანეთის მთავრობა რამდენიმე ბრიტანული ფინანსური კორპორაციის ნაციონალიზაციას გეგმავს, რომლებმაც გაცემული სესხების სახით 75 მილიარდი დოლარი დაკარგეს. ბანკის მეანაბრეთა აქტივებს 40 მილიარდი დოლარის რაოდენობით ესპანური საბანკო გიგანტი "სანტანდერი" იყიდის.

სადაზღვევო კომპანია ფორტისის დასახმარებლად ბელგიის, ლუქსემბურგის და ნიდერლანდების მტავრობებმა 16 მილიარდი დოლარი გამოყვეს

XS
SM
MD
LG