ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ ჭორი ქვეყნის ლიდერის კიმ ჩენ ირის ავადმყოფობის შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება. თუმცა სამხრეთ კორეის დაზვერვა ამტკიცებს, რომ კიმ ჩენ ირს ტვინში სისხლის ცაქცევის შედეგად დამბლა დაეცა. ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტის შემდეგ მეორე კაცმა კიმ იონ ნამმა იაპონურ კიოტოს ახალი ამბების სააგენტოს განუცხადა, რომ მისი ქვეყნის ლიდერს არაფერი მოსვლია. ჩრდილოეთ კორეის მაღალჩინოსანი დიპლომატი კი ამტკიცებს, რომ ბატონი კიმის ავადმყოფობის შესახებ ჭორის გავრცელება, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ შეთქმულების ნაწილს წარმოადგენს. თუმცა სამხრეთ კორეის პარლამენტის წევრი უონ ჰი იუნი ამტკიცებს, რომ კიმ ჩენ ირს ჩაქცევის შედეგად დამბლა დაეცა. ამ ინფორმაციას ამერიკული სადაზვერვო უწყების წარმომადგენლებიც ეთანხმებიან.