ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკური პარტიის ყრილობა


ქარიშხალი გუსტავის ამერიკის სანაპირო ზოლთან მოახლოვების გამო შეფერხებული შეერთებულ შტატებში რესპუბლიკური პარტიის ყრილობა ადრეულ განრიგს დაუბრუნდა. საინფორმაციო სააგენტოები აცხადებენ, რომ დღეს თეთრი სახლიდან პრეზიდენტი ბუში მიმართავს სიტყვით მინესოტას შტატის ქალაქ სენტ პოლში გამართული ყრილობის წევრებს სატელიტური კავშირის დახმარებით. პრეზიდენტმა ყრილობაზე ჩასვლა ქარიშხლის მოახლოვების გამო გადადო. დღეს აგრეთვე ქალაქ ნიუ იორკის ყოფილი მერი და პრეზიდენტობის ერთ ერთი ყოფილი კანდიდატი რუდი ჯულიანიც გამოვა ყრილობაზე. რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯონ მაკკეინი გუშინ ოჰაიოს შტატში იმყოფებოდა და მთელი ყურადღება ქარიშხალზე ჰქონდა გადატანილი. მაკკეინის მეუღლემ სინდიმ პრეზიდენტის მეუღლესთან ლორა ბუშთან ერთად გუშინ მიმართა შემოკლებული რეჟიმით გამართულ სესიაზე დამსწრეთ. მან აღნიშნა, რომ ქარიშხლისგან მომდინარე საშიშროებიდან გამომდინარე ახლა პარტიულმა საქმიანობამ გზა უნდა დაუთმოს ქარიშხლის შედეგებთან გამკლავების მცდელობებს:

"როგორც ჯონი ამბობდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც ჩვენ ის უნდა დავივიწყოთ, რომ რესპუბლიკელები ვართ და ის მოვიმოქმედოთ რაც ამერიკას ესაჭიროება". აღნიშნა ქალბატონმა მაკკეინმა. მოელიან, რომ თავად ჯონ მაკკეინი შემაჯამებელი სიტყვით ზეგ გამოვა ყრილობაზე.

XS
SM
MD
LG