ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი ევროკავშირს აკრიტიკებს


რუსეთთან პარტნიორობის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღების გამო მოსკოვი ევროკავშირს აკრიტიკებს.
საქართველოს წინააღმდეგ აგრესიიდან გამომდინარე რუსეთთან პარტნიორობის შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღების გამო მოსკოვი ევროკავშირს აკრიტიკებს. თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ რუსეთის წინააღმდეგ ემბარგო არ შემოიღონ, მოიწონა. სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპის ქვეყნები საბოლოოდ პასუხისმგებლობით მიუდგნენ კრიზისს და ის გაიაზრეს, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა ძალზე მნიშვნელოვანია. მოსკოვი ევროკავშირს დაემუქრა, რომ რუსეთის წინააღმდეგ რაიმე ზომების მიღების შემთხვევაში ევროპას საკადრისი პასუხი ელოდა. ამ მუქარამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას თუ რარიგაა ევროპა დამოკიდებული რუსულ ენერგომატარებლებზე. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი დღეს აზერბაიჯანში მიემგზავრება, საიდანაც საქართველოში და შემდეგ უკრაინაში ჩავა. ბატონ ჩეინის რეგიონში სტუმრობა სოლიდარობის გამოხატულებას წარმოადგენს.


XS
SM
MD
LG