ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესპანეთის ხელისუფლება იძიებს ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზებს


ესპანეთის პოლიცია იძიებს მადრიდის აეროპორტში მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზებს. უკვე დაიკითხა მექანიკოსი, რომელმაც თვითმფრინავი, კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე შეამოწმა.

მას შემდეგ რაც პილოტმა პირველი ცდისას ძრავის პრობლემების გამო ვერ შესძლო გაფრენა, ავიაკომპანია “სპანეირის” თვითმფრინავი საფრენი ბილიკიდან მხოლოდ ერთი საათის შემდეგ აფრინდა, ბილიკიდან გადავარდა და ცოტა ხანში ცეცხლში გაეხვია . ინციდენტის შედეგად 153 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG