ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენობას


ნატო ბრიუსელში 19 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში მიესალმება შეთანხმებას რომელსაც საქართველომ და რუსეთმა მიაღწიეს რომლის ძალითაც უნდა მოხდეს კონფლიქტის პოლიტიკური გზებით მოგვარება, ჩვენ სრულიად ვუწერთ ხმას ამ ძალისხმევას, აცხადებენ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები. ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ რომელიც წარმოადგენს ნატოს მუდმივ წევრ სახელმწიფოებს ხაზი გაუსვა იმას რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გატარდეს ცხოვრებაში ეს შეთანხმება და უნდა შეიქმნას საერთაშორისო მექანიზმი რომლითაც გააკონტროლებენ მომდევნო ნაბიჯებს.

სამხედრო მოქმედება უნდა შეწყდეს და სამხედრო ძალები უნდა დაუბრუნდეს იმ პოზიციებს რომელიც მათ ეკავათ კონფლიქტამდე. ნათქვამია ამ განცხადებაში. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები შეშფოთებულები არიან საქართველოში შექმნილი ჰუმანიტარული პრობლემით. მათ განცხადებაში კერძოდ ნათქვამია, მოკავშირე სახელმწიფოტა მთავრობები და საერთაშორისო ორგანიზაციები მუხლჩაუხრელად მოღვაწეობენ რათა სასწრაფოდ მიიღოს დახმარება იმ ხალხმა ვისაც შეეხო ეს კონფლიქტი. საბჭო მოუწოდებს ყველა მხარეებს გარანტირება მოუხდინონ იმას რომ საერთაშორისო დახმარება მიაწოდონ ყველა დაზარალებულს.

აშშ-ი სახელმწიდფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა:

"ამ განცხადებიდან აშკარად გამოსჭვივის ის რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენობას, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ ხელშეუვალობას, ისევე როგორც მის დემოკრატიული გზებით არჩეულ მთავრობას".

ნატოს საგრეო საქმეთა მინისტრებმა ამას გარდა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმას რომ საქართველოს სურს ნატოში გაწევრიანება და რომ ნატო მზადაა გააწევრიანოს მის რიგებში ყველა ევროპული სახლემწიფო სადაც დემოკრატიული სისტემაა. ქალბატონმა რაისმა აღნიშნა არც აშშ-ს და არც ნატოს არ სურთ რუსეთის იზოლაცია, რუსეთი თავისი მოქმედებით თვით იგდებს თავს იზოლაციაში. ახლა თვით რუსეთის ხელმძღვანელობამ უნდა გადადგას ნაბიჯი რათა დასრულდეს ეს თვით იზოლაცია.

XS
SM
MD
LG