ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთში რაკეტსაწინაღო სისტემა განლაგდა


აშშ-მა და პოლონეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას რაკეტსაწინაღო სისტემის განსაზღვრული ელემენტების პოლონეთის ტერიტორიაზე გაშლის შესახებ.

დღეს ვარშავაში ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს აშშ-ის სახ-მდივანმა კონოლიზა რაისმა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადეკ სიკორსკიმ. საგულისხმოა რომ პოლონეთის კაბინეტმა გუშინ მოიწონდა ოფიციალურად ეს ხელშეკრულება. ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა განაცხადეს რომ მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა მოლაპარაკების პროცესში, შედეგი დამაკმაყოფილებელია. პოლონეთის ლეხ კაჩინსკიმ ხაზგასმით აღნიშნა რომ დიდადაა კმაყოფილი ამ შეთანხმების მიღწევით.

შეტანხმება ითვალისწინებს პოლონეთის ტერიტორიაზე ათი ამერიკული რაკეტის განლაგებას. რადარი ჩეხეთის რესპუბლიკაში მოთავსდება. ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადების ტანახმად რაკეტსაწინაღო სისტემა ევროპის ირანის მსგავსი ქვეყნების მხრივ თავდასხმის მოსაგერიებლად აა გამიზნული.მოსკოვი დაჟინებით ამტკიცებს რომ ეს სისტემა რუსეთზეა დამიზნებული.

XS
SM
MD
LG