ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო სამხრეთ ოსეთის ტეროტორიას არ დათმობს


ცხინვალში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება

სამხრეთ ოსეთის უმეტესი ნაწილი ქართული სამთავრობო ძალების მიერ გათავისუფლებულია! - ასეთი განცხადება გააკეთა დღეს დაახლოებით დღის 1 საათზე მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა თავის ტელემიმართვაში განაცხადა:" მინდა მივმართო საერთაშორისო თანამეგობრობას, მინდა მივმართო რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვა. საქართველო არ ყოფილა ამ კონფრონტაციის ინიციატორი, თუმცა საქართველო ამ ტეროტორიას არ დათმობს!"

დღეს დილით საქართველოში რეზერვისტთა საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა. ბოლო წლებში 25 წლიდან 50 წლამდე 100 ათასზე მეტმა რეზერვისტმა გაიარა სამხედრო მომზადება. დღეს 12-ის ნახევარზე რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს გორი, ბომბები დაუსახლებელ ადგილებში ჩამოვარდა და მათ მსხვერპლი არ მოჰყოლია.

თემურ იაკობაშვილი, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში როკის გვირაბის ბლოკირებას მოითხოვს, რადგან არ მოხდეს რუსეთიდან იარაღის შემოდინება, მისივე თქმით თბილისის მიზანია არა ქალაქების აღება და მოსახლეობის აწიოკება, არამედ კრიმინალური რეჟიმის დასრულება, რატთა საქართველოს ქალაქებს და მოქალაქეებს აღარ ემუქრებოდნენ.

დილის 11 საათისთვის უკვე საქართველოს შეიარაღებული ძალები ცხინვალის რეგიონის 12 სოფელს აკონტროლებდნენ, 600-მდე ქართველი ძალოვანი ცხინვაკის ცენტრში იმყოფებოდა..სახელმწიფო მინისტრის, თ იაკობაშვილის მოადგილის, ელენე თევდორაძის თქმით, რომელიც გვიან დაბრუნდა ცხინვალიდა, ქალაქი ხალხისგან დაცლილია....

XS
SM
MD
LG