ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეროვნული გამოცდები


წლის ამ პერიოდში ყურადღების ცენტრში ყოველთვის მისაღები გამოცდები, რომელსაც მუდმივად თან ახლავს უკმაყოფილება, სიხარული, სხავდასხვა ტიპის პრეტენზიები და ა.შ. უნდა ითქვას, რომ მისაღები გამოცდების ახალ სისტემაზე გადასვლამ ბევრი ცვლილება მოიტანა აბიტურიეტთა მენტალობაშიც. ახლა უკვე კანონიერი საშუალება არსებობს შედეგის გასაძჩIვრებისა, საკუთარი ნაშრომის შეფასებისა და ა.შ. დღევანდელი გადაცემის სტუმარია გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ქალბატონი მაია მიმინოშვილი.

წელს, იმის გამო რომ ქართულ ენოვანი საშუალო სკოლები 12 წლიან სწავლებაზე გადავიდნენ, მისაღებ გამოცდებზე გაცილებით ნაკლები აბიტურიენტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა ერთმა მოსწავლემ გამოსავალი ნახა და იმ სკოლაში გადავიდა, არა ქართულ ენოვან სკოლებში, სადაც სწავლა ტრადიციულად 11 კლასის შემდეგ დასრულდა. რა მდგომარეობაა ამ მხრივ და რა რაოდენობით გამოცხადდნენ წელს აბიტურიენტები.

მაია მიმინოშვილი – მართალი ბრძანეთ, წელს ქართულ ენოვა სკოლებში გამოშვება არ არის და ბევრი გადავიდა არაქართულ ენოვან სკოლებში. ამან გაზარდა აბიტურიენტების რაოდენობა, მაგრამ არა დრამატულად. წელს გვყავს 24 ათასზე მეტი აბიტურიენტი.

- ყველა ეპოქას თავისი რჩეულები ყავს, ასევეა უმაღლეს სასწავლებლებში. წლების წინ ყველაზე პრესტიჟულ და სასურველ უმაღლესად სამედიცინო ინსტიტუტი ითვლებოდა. იმ მომხვედრთა რაოდენობა ყოველთვის კოლოსალური იყო. რა სიახლეებია წელს, როგორია ტენდენცია, რომელი ფაკულტეტები გახდა და არის უკანასკნელი წლების განმავლობაში პრესტიჟული, ასე ვთქვათ მოდური?

მაია მიმინოშვილი - ინტერესი ყველაზე დიდი გამოხატეს ბიზნესის, ეკონომიკა, სამრთალი – ამ ფაკულტეტების მიმართ. პიურველ წელიწადს პრესტიჟული იყო ჯურნალისტიკის ფაკულტეტიც. სხვათაშორის ძალიან ბევრი განაცხადია ტექნიკურ ფაკულტეტებზეც, საინჟინროზე.

- მიუხედავად იმისა, რომ განათლების სისტემაში ყველაზე ხელშესახები და პოზიტიური ცვლილებები სწორედ ეროვნული გამოცდების სისტემაში მოხდა, მოსაგვარებელი პრობლემები მაინც რჩება. სამწუხაროდ ჯერ ისევ ძალიან აქტუალურია რეპეტიტორების ცნება, აბიტურიენტები, რომელთაც გააჩნიათ ამის ფინანსური საშუალება ჯერ ისევ აქტიურად ემზადებიან რეპეტიტორებთან. რა არის ამის მიზეზი და როდის აღარ დაჭირდება მოსწავლეს უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად რეპეტიტორთან მომზადება?

მაია მიმინოშვილი – რეპეტიტორების ინსტიტუტის პრობლემა სამწუხაროდ ჯერ ისევ არის, მაგრამ ერთად ერთი რაც მინდა მოგახსენოთ არის ის, რომ ეროვნულმა გამოცდებმა ფორმა შეცვალა რეპეტიტორების. თუ ადრე პრესტიჟულ რეპეტიტორად ითვლებოდა ის, ვინც კომისიის წევრი იყო და მის მოწაფეს ადგილი გარანტირებული ქონდა უმაღლესში, ეხლა შეიცვალა და პრესტიჟული რეპეტიტორი არის ის, ვინც ცოდნას გადასცემს და მართლაც კარგად ამზადებს აბიტურიენტს. თუმცა რასაკვირველია საშუალო სკოლებში ეს პრობლემა ჯერ ისევ დგას, სკოლა უნდა დადგეს სათანადო სიმაღლეზე. განათლების სიტემაში რეფორმა უცბად არ გვაძლევს შედეგს, ეს გარკვეული წლების შემდეგ იქნება. მე იმედი მაქვს სკოლა დადგება სიმაღლეზე და ჩვენს მოსწავლეებს აღარ დაჭირდებათ რეპეტიტორები, მაგრამ ამისათვის საჭიროა არა მხოლოდ ნაბიჯების გადადგმა, არამედ ხარვერზების აღმოჩენა და ანალიზი იმისა თუ რა გაკეთდა სწორად და რა არა სწორად.

- რამდენიმე დღეში ეროვნული გამოცდები დასრულდება და კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება თუ რა ტიპის პრობლემებია დარჩენილი, მათ მოსაგვარებლად კი სწორედ ამ აღმოჩენილი პრობლემების ანალიზი და შეფასებაა საუკეთესო გამოსავალი.


XS
SM
MD
LG