ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი რვიანის შეხვედრა


დიდი რვიანის სახელმწიფოთა უმაღლესი დონის შეხვედრა დაიწყო იაპონიაში. მსოფლიოს ლიდერები აცხადებენ რომ შეშფოთებულნი არიან იმით თუ რაც ხდება ზიმბაბვეში. დღეს ჰოკაიდოში პრესკონფერენცია გამართეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და ტანზანიის პრეზიდენტმა ჯაკაია კიკვეტემ. როგორც პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა შეშფოთებულია იმით რომ ზიმბაბვეში ჩატარებული არჩევნების შედეგების მანიპულირების გზით პრეზიდენტმა მუგაბემ ისევ შეინარჩუნა თავისი პისტი.

ტანზანიის ლიდერმა თითქმის იგივე კუთხით შეაფასა ზიმბაბვეში შექმნილი მდგომარეობა თუმცა აღნიშნა რომ განსაზღვრულ საკითხებში აფრიკული ქვეყნების ლიდრები ალბათ არ დაეთანხმებიან დასავლელ ლიდერებს იმაზე თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს საკითხი. შეგახსენებთ რომ აფრიკული ქვეყნების კავშირის პრეზიდენტის პოსტი როტაციის ფორმით დღეს ტანზანიის წარმომადგენელს უჭირავს. ტანზანია არ უჭერს მხარს ზიმბაბვეს მიმართ სანქციების დაწესებას. იაპონიის პრემიერ მინისტრი იასუო ფუკუდა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს გორდონ ბრაუნს შეხვდა.


XS
SM
MD
LG